უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ანდრეი ერმაკის განცხადებით, რუსებმა ავდეევკას საცხოვრებელ კორპუსებზე სარაკეტო იერიში მიიტანეს.
"რუსები ავდეევკას დაბომბვას აგრძელებენ. მათ ორ საცხოვრებელ კორპუსზე სარაკეტო შეტევა განახორციელეს. წინასწარი ინფორმაციით, მსხვერპლი არ არის", - თქვა უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა.
22 მარტს, უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა განაცხადა, რომ რუსული არმია ავდეევკასა და მარინკასკენ მიიწევს. ამასთან, გენერალური შტაბი აღნიშნავს, რომ დონეცკის ოლქის ქალაქ ბახმუტში სასტიკი ბრძოლები მიმდინარეობს.
გენშტაბის თქმით, რუსეთი უკრაინის მშვიდობიანი მოსახლეობის ტერორს აგრძელებს, ბომბავს საცხოვრებელ კორპუსებს და ასევე კრიტიკულ ინფრასტრუქტურულ ობიექტებს.