უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ანდრეი ერმაკის განცხადებით, ნიდერლანდების მთავრობა უკრაინისთვის Patriot-ების რაოდენობის გაზრდაზე იმუშავებს.
"ნიდერლანდების მთავრობა უკრაინისთვის Patriot-ების სისტემების რაოდენობის გაზრდაზე იმუშავებს. ჩვენ კოალიციაზე ვმუშაობთ", - თქვა უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა.
9 მაისს, ნიდერლანდების პრემიერმინისტრმა, მარკ რიუტემ განაცხადა, რომ ქვეყანა უკრაინისთვის F-16 საბრძოლო თვითმფრინავების გადაცემას განიხილავს, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია.
8 მაისს, პოლონეთმა უკრაინას დამატებით 10 MiG-29 გამანადგურებელი გადასცა. პირველი ოთხი თვითმფრინავი კი პოლონეთმა უკრაინას აპრილის დასაწყისში გადასცა. ასევე ცნობილია, რომ სლოვაკეთმა უკრაინას 13 MiG-29 გამანადგურებელი გადასცა.