ჩვენ არასდროს არ ჩაგვიკეტია ეს არხები (კომუნიკაციის არხები) და არასდროს არ გვითქვამს, რომ ვსვამთ წერტილს. ჩვენ გახსნილები ვართ, მაგრამ იმისთვის, რომ აღვადგინოთ ის ურთიერთობები, რომლებიც უნდა იყოს ჩვენს ქვეყნებს შორის, ჩვენ ველით, რომ უნდა მოხდეს აბსოლუტურად სამართლიანი შეფასება იმისა, რაც ხდება. ჩვენ ველით, რომ ოფიციალურმა თბილისმა დაგმოს რუსული აგრესია. რუსეთი დღესაც კლავს უკრაინელებს. ამიტომ დღეს რუსეთის მხარეს გადადგმული ნებისმიერი ნაბიჯი, რომელიც ეხმარება მათ სანქციებისთვის თავის არიდებაში გაუგებარია, მაშინ როდესაც მთელს ევროპაში აუქმებენ რეისებს, რუსეთისთვის ხურავენ საჰაერო სივრცეს - რუსების დიდი ნაკადი ჩამოდის საქართველოში...
ჩვენ ვესაუბრეთ საქართველოს პრეზიდენტს, ის შვეიცარიაში იყო მშვიდობის სამიტზე. მთავრობის დონეზე ასეთი საუბარი პრაქტიკულად არ არის, სამწუხაროდ. ჩვენ სადღაც ვხედავთ ქართულ დელეგაციებს, ბოლოს ვნახეთ გენერალურ ასამბლეაში, მაგრამ სამწუხაროდ, ასეთი საუბარი, როგორიც უნდა იყოს, არ არის... სამწუხაროდ, საქართველოს ოფიციალური პირების გამოსვლებში ჩვენ ვერ გავიგეთ რუსული აგრესიის დაგმობის სიტყვები, სიტყვები იმის შესახებ, რომ ის რაც დღეს ხდება, ეს აბსოლუტურად არ შეესაბამება საერთაშორისო სამართალს და ეს უნდა იქნას შეჩერებული.
ასეთი დაგმობა არ მოგვისმენია ბავშვების კლინიკის დაბომბვის შემდეგ, სადაც ონკოლოგიური პაციენტები იყვნენ, ამ და სხვა ბევრი შემზარავი ფაქტის შემდეგ დუმილი? .... დუმილი გაუგებარია, მე ვფიქრობ, რომ ეს უკვე სცდება ყველანაირ ფარგლებს. არადა საქართველოსთვის აბსოლუტურად გასაგებია რაც ხდება ჩვენთან, ეს ხომ თქვენ ჩვენზე ადრე გამოიარეთ. თქვენც გაქვთ ოკუპირებული ტერიტორიები. ისინი თავისთავად არ გათავისუფლდება, ამაზე თქვენ უნდა იზრუნოთ.
განაცხადა უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა, ანდრეი ერმაკმა მთავარი არხის ეთერში.