ჯეფრი ეპშტეინის სექსუალური ტრეფიკინგის საქმეზე დოკუმენტების ასობით გვერდი გამოქვეყნდა. ეს დოკუმენტების პირველი ნაწილია, რომელიც სასამართლოს 18 დეკემბრის გადაწყვეტილებით ეტაპობრივად გასაჯაროვდება.
მოსალოდნელია, რომ საერთო ჯამში დოკუმენტები 200-მდე სახელს მოიცავს, მათ შორის ეპშტეინის ბრალმდებლებს, ცნობილ ბიზნესმენებს, პოლიტიკოსებსა და სხვა.
ფინანსისტ ჯეფრი ეპშტეინს სექსუალური ტრეფიკინგისთვის ბრალი 2019 წელს წაუყენეს. ბრალის თანახმად, მან ათობით არასრულწლოვანი გოგო სექსუალურ ტრეფიკინგში ჩართო. ეპშტეინი ციხეში მოკვდა, ოფიციალური ინფორმაციით, მან სიცოცხლე სუიციდით დაასრულა. სექსუალური ტრეფიკინგის ბრალდებით დააკავეს ასევე ეპშტეინის პარტნიორი ქალი გილეინ მაქსველი, რომელსაც 20 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს.
CNN-ის ინფორმაციით, დოკუმენტების პირველი ნაწილი, რომელიც ოთხშაბათს გასაჯაროვდა, ხმამაღალ გამოაშკარავებებს არ მოიცავდა. მოცემული ინფორმაციის დიდი ნაწილი უკვე გავრცელებული იყო მედიითა და სასამართლო პროცესებით. მაგრამ ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც სასამართლოში წარდგენილი ეს დოკუმენტები იურიდიული სისტემის მეშვეობით გამოქვეყნდა.
გილეინ მაქსველის ადვოკატებმა განაცხადეს: "ის თანმიმდევრულად და მტკიცედ თავის უდანაშაულობაზე მიუთითებს"
დოკუმენტები მოიცავს მაქსველისა და ვირჯინია რობერტს ჯუფრეს ჩვენებების ამონარიდებს. ასევე არის, იოჰანა სიობერგის ჩვენებას, რომელიც აღწერს. პრინცმა ენდრიუმ როგორ შეავიწროვა სექსუალურად.
სიობერგის ამბავი საჯაროდ ცნობილი იყო, თუმცა ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც მისი ჩვენება გამოქვეყნდა. სიობრე ყვებოდა, რომ ეპშტეინი ზეწოლას ახდენდა მასზე და აიძულებდა სექსუალური მასაჟი გაეკეთებინა.
პრინცმა ენდრიუმა და ვირჯინია ჯუფრემ სასამართლოს გარეშე შეთანხმებას მიაღწიეს სარჩელზე, რომელიც გაერთიანებული სამეფოს პრინცს სექსუალურ ძალადობაში ადანაშაულებდა. პრინცი ენდრიუ ყველა ბრალდებას უარყოფს.
სიობერგის 2016 წლის ჩვენებაში წერია, რომ ეფშტეინი მასთან ბილ კლინტონზე საუბრობდა: "ერთხელ მან თქვა, რომ კლინტონს ახალგაზრდები უყვარს, გოგოებს გულისხმობდა".
2019 წელს კლინტონის წარმომადგენლებმა დაადასტურეს, რომ ყოფილ პრეზიდენტს ეპშტეინის კერძო თვითმფრინავით უსარგებლია, თუმცა აღნიშნეს, რომ კლინტონმა არაფერი იცოდა ეპშტეინის "საშინელი საქმეების" შესახებ. ამასთან, ეპშტეინთან დაკავშირებით კლინტონი არაფერში არ დაუდანაშაულებიათ და არც ბრალი წაუყენებიათ.
გამოქვეყნებულ ჩვენებებში საუბარია ასევე დონალდ ტრამპისა და ჯეფრი ეპშტეინის შეხვედრაზე.