
მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსი გიორგი (ჯამდელიანი) აცხადებს, რომ არ მისცემს ჩვენებას 8 ივნისს საკვირაო ქადაგებაზე გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით, სადაც საუბრობდა მის შესაძლო მოწამვლაზე.
„ვიყენებ ჩემს კონსტიტუციურ უფლებას და არ ვთანამშრომლობ პროკურატურასთან და პოლიციასთან“, – განუცხადა მან „TV პირველს“.
ეპისკოპოსის ვერსიით, მისი ლიკვიდაცია უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომელმა დაგეგმა, მონაზვნის მეშვეობით, რომელიც ეპარქიიდან ინფორმაციას აწვდიდა.
მისი თქმით, მონაზონი უკვე გაუშვეს ეკლესიიდან.
შეგახსენებთ, რომ სასულიერო პირის სკანდალური განცხადების შემდეგ პროკურატურამ გამოძიება დაიწყო. უწყების ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 18,108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობის მომზადებას გულისხმობს.