ენტონი ბლინკენი ისრაელში ჩავიდა

ენტონი ბლინკენი ისრაელში ჩავიდა

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი დღეს ისრაელში ჩავიდა, სადაც პრემიერმინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუსა და ისრაელის სხვა მაღალჩინოსნებთან შეხვედრებს გამართავს.

ბლინკენმა გუშინ მედიასთან საუბრისას განაცხადა, რომ მისი ვიზიტის მთავარი მიზანი ჰამასის წინააღმდეგ მიმდინარე კამპანიაზე საუბარი და იმ ნაბიჯებზე მსჯელობაა, რომლებიც მშვიდობიანი მოსახლეობის დასაცავად უნდა გადაიდგას.

სახელმწიფო მდივანი ასევე გეგმავს განიხილოს ჰამასის მიერ დატყვევებული მძევლების გათავისუფლების საკითხი, ასევე ჰუმანიტარული დახმარების ნაკადი და ღაზის სექტორის მშვიდობიანი მოსახლეობის უსაფრთხოების თემები.

ბლინკენი და აშშ-ის ახალი ელჩი, ჯეკ ლუისი თელ-ავივში დღეს ჩავიდნენ. ეს სახელმწიფო მდივნის მესამე ვიზიტია ჰამასის თავდასხმის შემდეგ.