ემიგრანტების ბრძოლა საარჩევნო უბნების გახსნისთვის

ემიგრანტების ბრძოლა საარჩევნო უბნების გახსნისთვის

გაიხსნება თუ არა დამატებითი საარჩევნო უბნები უცხოეთში 26-ი ოქტომბრის არჩევნებისთვის? - საბოლოო გადაწყვეტილების გამოსაცხადებლად ვადა დაახლოებით თოთხმეტ დღეში იწურება. ცესკო ჯერ კონკრეტულად არაფერს ამბობს, თუმცა, ფორმულისთვის ცნობილი ხდება, რომ ასეთი პრეცედენტი შესაძლოა გერმანიაში ვიხილოთ. შტუტგარტში მყოფი ემიგრანტები ამტკიცებენ, რომ დამატებითი უბნის გახსნის შესახებ დაპირება მიიღეს.