
ლელო - ძლიერი საქართველოს ერთერთი ლიდერი, ალეკო ელისაშვილი მოსამართლე ლელა მილდერბერგერმა საკუთარი სასამართლო პროცესიდან გამოაძევა და სასამართლოს უპატივცემულობის მოტივით, 500 ლარით დააჯარიმა.
"გამომაძევეს დარბაზიდან, საშინელი ქალი რომაა - მილდერ... ბევრი დრო არ მაქვსო და ჰოო-მეთქი, პაჩკა-პაჩკა გყავს ხალხი დასაჭერიმეთქი და მაგის გამო გამომაგდეს დარბაზიდან. ჩემი პროცესი გრძელდება, არ ვიცი რა გადაწყვეტილებას მიიღებენ. ლაშა ტალახაძემ 19 თებერვლის პოსტის გამო მიჩივლა და ვიძახდით, მოდი მოიყვანე ლაშა ტალახაძე, რატომ მიჩივლა, რა იყო მისთვის შეურაცხმყოფელი. სალომე ზურაბიშვილს რომ ტიტუშკები დაახვედრეს, მაგათ რომ აქებდა, დავწერე რომ ყველასთვის საყვარელი სპორტსმენიდან ბიო მასად გადაიქეციმეთქი", - თქვა ელისაშვილმა.
ელისაშვილს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-16 პრიმა მუხლის დარღვევას ედავებიან, რაც პოლიტიკური თანამდებობის პირის შეურაცხყოფას გულისხმობს.