ელენე ხოშტარიას 5000-ლარიანი ჯარიმა შეეფარდა

ელენე ხოშტარიას 5000-ლარიანი ჯარიმა შეეფარდა

თბილისის საქალაქო სასამართლომ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერს, ელენე ხოშტარიას, 5 000 ლარიანი ჯარიმა დააკისრა.

მოსამართლე ზვიად ცეკვავამ შინაგან საქმეთა სამინისტროს მოთხოვნა ადმინისტრაციული პატიმრობის შეფარდებაზე არ დააკმაყოფილა და მხოლოდ ფულადი სანქციით შემოიფარგლა.

ელენე ხოშტარია სხდომას არ ესწრებოდა.