16 ნოემბერს ტოლერანტობის საერთაშორისო დღეს აღვნიშნავთ. ჩვენ ვზეიმობთ ტოლერანტობასა და მრავალფეროვნებას - ეს ორივე ღირებულება ევროკავშირისთვის საკვანძოა. ისინი აუცილებელია დემოკრატიული, ინკლუზიური და თანასწორი საზოგადოების უზრუნველსაყოფად.
ევროკომისიამ ახლახან გასცა რეკომენდაცია საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესახებ. ეს რეკომენდაცია არის მნიშვნელოვანი ნაბიჯი საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე. უმცირესობების დაცვა, მრავალფეროვნების პატივისცემა და რწმენის თავისუფლება ის ღირებულებებია, რომლებზეც საქართველო თავისი ისტორიის მანძილზე ზრუნავდა. საქართველოსთვის ევროკავშირში გაწევრიანებისკენ მიმავალ გზაზე ამ ღირებულებების წინ წამწევი მუდმივი ძალისხმევა უმნიშვნელოვანესი იქნება.
თქვა საქართველოში ევროკავშირის ელჩმა პაველ ჰერჩინსკიმ ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების დღესთან დაკავშირებით გავრცელებულ ვიდეომიმართვაში.