ელჩი: აშშ თქვენთან ერთად აღნიშნავს, რომ ხართ ქართველები - მაშასადამე ევროპელები

გილოცავთ ყველა ქართველს!

დღეს, მართლაც ისტორიული დღეა. შეერთებული შტატები დიდი ენთუზიაზმით აღნიშნავს საქართველოს მიერ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღებას.

ჩვენ, ასევე მივესალმებით ევროპული ოჯახის გაფართოებისადმი ევროკავშირისა და მისი წევრი ქვეყნების ერთგულებას.

შეერთებული შტატები თქვენთან ერთად აღნიშნავს, რომ ხართ ქართველები - მაშასადამე ევროპელები.

შეერთებული შტატები ამაყობს, რომ მხარს გიჭერდათ ამ გზაზე. და ჩვენ ამ მხარდაჭერას გავაგრძელებთ. კიდევ ერთხელ, გილოცავთ!

განაცხადა საქართველოში აშშ-ის ელჩმა რობინ დანიგანმა ევროპული საბჭოს გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით.

14 დეკემბერს, საქართველომ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი მიიღო, ხოლო უკრაინა და მოლდოვა ევროგაერთიანებაში გაწევრიანების თაობაზე მოლაპარაკებებს დაიწყებენ.