
ქართული ოცნების პარლამენტმა სასამართლოს შენობაში მედიისთვის ფოტო-ვიდეო გადაღების აკრძალვის კანონპროექტს პლენარულ სხდომაზე მესამე მოსმენით მხარი დაუჭირა.
კანონპროექტს მხარი ივანიშვილის 80-მა დეპუტატმა დაუჭირა.
აღნიშნული კანონპროექტის ფარგლებში მედიას მნიშვნელოვნად შეეზღუდება სასამართლოს სხდომის დარბაზებში, დერეფნებსა და ეზოში ფოტო-ვიდეო მასალების გადაღება.
ამის უფლებამოსილება კი სასამართლოს ან სასამართლოს მიერ დადგენილ უფლებამოსილ პირს მიენიჭება.