ექიმი ძაღლის მიერ დაკბენილ ბავშვზე: პოსტოპერაციულ პერიოდში მდგომარეობა სტაბილურია

ექიმი ძაღლის მიერ დაკბენილ ბავშვზე: პოსტოპერაციულ პერიოდში მდგომარეობა სტაბილურია

პლასტიკურ-რეკონსტრუქციული ქირურგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ალექსანდრე კალანტაროვი პიტბულის მიერ დაკბენილი ბავშვზე ამბობს, რომ პოსტოპერაციულ პერიოდში მისი მდგომარეობა სტაბილურია.

ექიმის თქმით, მომდევნო ერთი კვირა მნიშვნელოვანია, რათა გადანერგილ ქსოვილში აღდგენითი პროცესები დაიწყოს.

"პაციენტის მდგომარეობა დღეს პოსტოპერაციულ პერიოდში სტაბილურია. ოპერაცია გაკეთდა სასწრაფო ჩვენებით. თავის ქალის საფარი ქსოვილების დეფექტი სიცოცხლესთან შეუთავსებელი იყო. გაკეთდა უნიკალური მიკროქირურგიული ნაფლეთოვანი გადანერგვა.

დეფექტის 2/3 დაიფარა, დარჩა დასაფარი 1/3. პირველი კვირა გვაქვს სარისკო პერიოდი, საყურადღებო პერიოდი, ძალიან მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ გადანერგილ ნაფლეთში, გადანერგილ ქსოვილში მოხდეს აღდგენითი პროცესები", - აცხადებს ექიმი.

ოზურგეთის მუნიციპალიტეტში პიტბულის ჯიშის ძაღლმა ძმები, 5 და 2 წლის ბავშვები 15 დეკემბერს დაკბინა. დაზიანებების სიმძიმის გამო, უმცროს ძმას ოპერაცია დასჭირდა.