ოზურგეთში ძაღლმა ორი ბავშვი დაკბინა

ოზურგეთში ძაღლმა ორი ბავშვი დაკბინა

ოზურგეთში ძაღლმა ორი ბავშვი დაკბინა - მათ შორის ერთის მდგომარეობა მძიმეა. დაშავებული ბავშვები ძმები არიან და ინციდენტის დროს საკუთარ სახლთან დედასთან ერთად იმყოფებოდნენ.

დაშავებული ახლა თბილისში, იაშვილის სახელობის კლინიკაში იმყოფება. ადგილობრივები ამბობენ, რომ ძაღლი მიმდებარე ტერიტორიაზე ბოლო რამდენიმე კვირაა, რაც შენიშნეს. ისინი შესაბამის სამსახურებს კონტროლის გამკაცრებისკენ მოუწოდებენ.