
ბელარუსის პრეზიდენტი ალექსანდრ ლუკაშენკო ქართული ოცნების პრემიერს ირაკლი კობახიძეს თვითმმართველობის არჩევნების "წარმატებით ჩატარებას" და გამარჯვებას ულოცავს.
"ქართული ოცნების კანდიდატების დამაჯერებელი გამარჯვება ადასტურებს პასუხისმგებლობის მაღალი სტანდარტისადმი მათ შესაბამისობას, სანდოობასა და პროფესიონალიზმს. ასევე, გამოხატავს ფართო მხარდაჭერას მათ მიერ ქვეყნის სუვერენული განვითარებისა და საზოგადოების კონსოლიდაციისკენ არჩეული კურსის მიმართ", - ნათქამია მისალოც წერილში, რომელსაც ბელარუსული მედია აქვეყნებს.
მედია წერს, რომ ბელარუსის პრეზიდენტმა ასევე ხაზი გაუსვა ქვეყნის მტკიცე ერთგულებას საქართველოსთან მეგობრული და თანამშრომლობითი ურთიერთობების გაღრმავების მიმართ.