რესპუბლიკური საავადმყოფოს თანამშრომლები ბრძოლის შეწყვეტას არ აპირებენ. მედპერსონალი სამართლებრივ ბერკეტებსაც გამოიყენებს. ხვალ საქალაქო სასამართლოში სარჩელი შევა მთავრობის წინააღმდეგ, მთავრობა კი გადაწყვეტილების შეცვლას არ გეგმავს. ხელისუფლება კლინიკის შენობის დანგრევას აპირებს, რასაც თანამშრომლები ეწინააღმდეგებიან. სამართლებრივი ბრძოლის პარალელურად, მედპერსონალი არც აქციებს შეწყვეტს.