რუსეთზე მზარდი დამოკიდებულება საქართველოს მძიმე შედეგებს მოუტანს - ექსპერტების შეფასებით, ჩნდება ქვეყნის იზოლაციაში მოხვედრის საფრთხე, რადგან ახლოსაა სანქციების ახალი პაკეტი. საქართველო კი უკვე აღმოჩნდა ჩამონათვალში იმ ქვეყნების გვერდით, რომლებიც პრობლემებს ქმნის სანქციების თავიდან არიდების კუთხით.