
ვატიკანში გამართული პირველი მესის დროს, ახლად არჩეულმა რომის პაპმა, ლეონ XIV-მ, კათოლიკურ ეკლესიას მოუწოდა, "გადაუდებლად დაუპირისპირდეს რწმენის ნაკლებობას", რაც, მისი თქმით, თანამედროვე სამყაროში უკიდურესად საშიშია.
„ტექნოლოგიისკენ, ფულისკენ, ძალაუფლებისკენ და სიამოვნებისკენ მიმართული სწრაფვა რწმენისგან გაქცევას იწვევს,“ — განაცხადა პაპმა ლეონმა, რომელიც აშშ-დან არჩეული პირველი პაპი და ეკლესიის 267-ე ლიდერია.
პირველ ქადაგებაში, რომელიც იტალიურად წარმოთქვა, მან ეკლესია „მოციქულურ შუქურას“ შეადარა, რომელიც „ამ სამყაროს ბნელ ღამეებს ანათებს“. მისი თქმით, რწმენის დაკარგვას თან ახლავს „ცხოვრების აზრის დაკარგვა, გულმოწყალების უგულებელყოფა, ადამიანის ღირსების შელახვა, ოჯახის კრიზისი და სხვა მრავალი სოციალური ტრავმა“. ლეო XIV ასევე შეეხო ეკლესიის ერთიანობის საკითხს.