ევანგელისტური ეკლესია სამლოცველოს გარეშე დარჩენის საფრთხის წინაშე დგას. ერთი შეხედვით კერძო დავის მოტივით შეფუთული დევნა და სასამართლო პროცესი, რომელიც ობიექტურობის ვერც ერთ სტანდარტს ვერ აკმაყოფილებს. ეკლესიას ამერიკის შეერთებული შტატების მოქალაქემ საქართველოში უჩივლა და გაღებული შემოწირულების დაბრუნებას ითხოვს, რაც ჯამში - თითქმის 200 ათასი დოლარია. ეკლესიამ დავა პირველ ინსტანციაში მოიგო, თუმცა სააპელაციო განხილვის ეტაპზე - საქმე მოსარჩელის სასარგებლოდ დასრულდა.