ეკა ხოფერიამ აფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინისტრის თანამდებობა დატოვა

ეკა ხოფერიამ აფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინისტრის თანამდებობა დატოვა

ეკა ხოფერია აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრის თანამდებობას ტოვებს. ამის შესახებ ის Facebook-ზე წერს.

"1 აგვისტოდან ჩემი ცხოვრების კიდევ ერთი ახალი ეტაპი იწყება. ვასრულებ ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვან სამსახურს-არ ვიქნები ჩვენი საყვარელი აფხაზეთის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი.

ეს გადაწყვეტილება მე მივიღე, ვფიქრობ, ორწელიწადნახევარში გუნდთან ერთად შევძელით ბევრის გაკეთება და ახლა დროა ახალი ეტაპი დაიწყოს, ახალი ძალებით, ახალი ენერგიით", - წერს ხოფერია Facebook-ზე.

ხოფერიას თქმით, ამიერიდან სამინისტროს მისი კოლეგა - ნანა გაბელია უხელმძღვანელებს.

ეკა ხოფერია აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრად 2020 წლის 29 დეკემბერს დაინიშნა.