მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მონახულებადი ტურისტული ადგილი, ეიფელის კოშკი თანამშრომლების გაფიცვის გამო დაიხურა. თანამშრომლები პარიზის მონუმენტის ფინანსურ მართვას აპროტესტებენ.
გაფიცვა იმ დროს დაემთხვა, როდესაც პარიზმა 26 ივლისიდან ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებს უნდა უმასპინძლოს და გამარჯვებულების მედლებში კოშკიდან მეტალს გამოიყენებენ.
გაფიცვით უკმაყოფილოები არიან ტურისტები.
"სინამდვილეში, ეს ნამდვილი სირცხვილია, რადგან სულ სამი დღით ჩამოვედით და ასვლას ვერ შევძლებთ", - თქვა ინგლისელმა ნელსო ნავარომ.
პროფკავშირებში აცხადებენ, რომ მერია, რომელიც კოშკის მეთვალყურე კომპანიის Societe d'Exploitation de la Tour Eiffel (SETE)-ის 99%-ს ფლობს, ოლიმპიადის წინ ძეგლის მოვლისა და მომსახურების ხარჯებს სათანადოდ არ აფასებს. ისინი ამბობენ, რომ ამან, თავის მხრივ შესაძლოა, სარემონტო სამუშაოების შეფერხება და ვიზიტორების რისკის ქვეშ დაყენება გამოიწვიოს.