
ეგზიტპოლების მიხედვით, რუმინეთის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში ლიდერობს ბუქარესტის მერი, ცენტრისტი და დამოუკიდებელი კანდიდატი ნიკუსორ დენი, რომელმაც ამ დროისთვის ხმების 54.9% მოიპოვა. მისმა ოპონენტმა 45.1% მიიღო.
მედიის ინფორმაციით, დენმა უკვე გამოაცხადა თავი გამარჯვებულად.
შეგახსენებთ, პირველ ტურში პირველ ადგილზე ულტრამემარჯვენე პარტიის, „რუმინელთა ერთიანობის ალიანსის“ ლიდერი ჯორჯ სიმიონი გავიდა. თუმცა, გასული წლის დეკემბერში რუმინეთის საკონსტიტუციო სასამართლომ არჩევნების შედეგები გააუქმა, მას შემდეგ, რაც გამოიკვეთა რუსეთის ჩარევა ულტრამემარჯვენე კანდიდატ კალინ ჯორჯესკუს სასარგებლოდ.
ჯორჯესკუს თებერვალში ექვსი ბრალდება წაუყენეს, მათ შორის — ცრუ ინფორმაციის გავრცელებისთვის. მისი კანდიდატურა ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ საბოლოოდ არ დაუშვა.