ეგზიტპოლის თანახმად, ალიევმა საპრეზიდენტო არჩევნებში ხმების 93,9% მოიპოვა

ეგზიტპოლის თანახმად, ალიევმა საპრეზიდენტო არჩევნებში ხმების 93,9% მოიპოვა

ამერიკული Oracle Advisory Group-ის ეგზიტპოლის მიხედვით, მმართველი პარტია ახალი აზერბაიჯანის კანდიდატმა, ილჰამ ალიევმა საპრეზიდენტო არჩევნებში ამომრჩეველთა ხმების 93,9% მოიპოვა.

არჩევნებში მონაწილეობას 7 კანდიდატი იღებდა.

რაც შეეხება სხვა კანდიდატებს, ამავე ეგზიტპოლის მონაცემებით, ზაჰიდ ორუჯმა - 1,8%, ფაზილ მუსტაფამ 1,5%, გუდრათ ჰასანგულიევმა 1,2%, რაზი ნურულაევმა 0,9%, ელშად მუსაევმა 0,4%, ხოლოდ ფუად ალიევმა 0,3% მიიღო.

Oracle Advisory Group-ის წარმომადგენლმა, ჯორჯ ბირნბაუმა აზერბაიჯანში ჩატარებული რიგგარეშე არჩევნები დემოკრატიის გამარჯვებად შეაფასა.