ეგვიპტის პრეზიდენტი ისრაელს სთავაზობს, ღაზას მოსახლეობა ნეგევის უდაბნოში გადაიყვანოს

ეგვიპტის პრეზიდენტი ისრაელს სთავაზობს, ღაზას მოსახლეობა ნეგევის უდაბნოში გადაიყვანოს

ეგვიპტის პრეზიდენტმა, აბდელ ფატა ალ-სისიმ გამოთქვა წინადადება, რომ ღაზიდან დევნილი პალესტინელი მშვიდობიანი მოქალაქეები კონფლიქტის დასრულებამდე ისრაელში მდებარე ნეგევის უდაბნოში გადასახლდნენ. ამის შესახებ მან გერმანიის კანცლერთან, ოლაფ შოლცთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.

"მე ვთავაზობ ისრაელს, მშვიდობიანი პალესტინელები ისრაელში, ნეგევის უდაბნოში გადასახლდნენ, სანამ ისრაელი ჰამასთან ოპერაციას არ დაასრულებს", - თქვა ეგვიპტის პრეზიდენტმა.

მისი განცხადებით, ეგვიპტეს ამჟამად 8.5 მილიონი ლტოლვილი ჰყავს შეფარებული და გამოთქვამს შეშფოთებას, რომ პალესტინელების მნიშვნელოვანი შემოდინების გამო, ქვეყანაში უსაფრთხოებასთან დაკავშირებული რისკები იზრდება.

"თუ პალესტინელებს დიდი რაოდენობით შემოსვლის ნებას მივცემთ, შესაძლოა, ტერორისტული ოპერაციები განხორციელდეს ისრაელის წინააღმდეგ და შეიძლება, ისრაელმა უპასუხოს", - დასძინა ელ-სისიმ.