
ქართული ოცნების ერთპარტიული პარლამენტის მიერ შექმნილ ე.წ. საგამოძიებო კომისიაზე არმისვლის გამო, პოლიტიკოს ირაკლი ოქრუაშვილს 8-თვიანი პატიმრობა მიესაჯა.
ამასთან, მას 2 წლით საჯარო თანამდებობის დაკავების უფლება აეკრძალა.
გადაწყვეტილება მოსამართლე თამარ მჭედლიშვილმა რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა.
ქართული ოცნების არალეგიტიმური პარლამენტის ე.წ. საგამოძიებო კომისიაზე არმისვლისთვის დაკისრებული გირაოს არ გადახდის გამო ირაკლი ოქრუაშვილს პატიმრობა 14 მაისს შეეფარდა.
ყოფილ თავდაცვის მინისტრს ირაკლი ოქრუაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით 20 000-ლარიანი გირაო 8 აპრილს შეეფარდა, მას ასევე აეკრძალა საზღვრის კვეთა.
მის წინააღმდეგ საქმე ქართული ოცნების არალეგიტიმურ, ერთპარტიულ პარლამენტში შექმნილ "წინა ხელისუფლების საქმიანობის შემსწავლელ" საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო აღძრეს.