100-ზე მეტი ოჯახი გარე სამყაროს არის მოწყვეტილი. სტიქიამ, კიდევ ერთხელ, მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა გურიას. შეკვეთილში, მდინარე ნატანებთან წყლის ტალღას ხიდმა ვერ გაუძლო და ერთი მონაკვეთი ჩაინგრა. ზარალს ითვლიან ოჯახები, რომლებსაც სახლები დაეტბორათ. ძლიერი წვიმის გამო მდინარე ადიდდა აჭარაშიც. საფრთხე ემუქრება მდინარის კალაპოტში ჩადგმულ კოტეჯებს, რომლის მშენებლობას მოსახლეობა აპროტესტებდა.