ძლიერი წვიმის გამო მილანის მალპენსას აეროპორტმა ფრენები ვერ მიიღო

ძლიერი წვიმის გამო მილანის მალპენსას აეროპორტმა ფრენები ვერ მიიღო

ძლიერი წვიმის გამო მილანის მალპენსას აეროპორტში ფრენების ნაწილი გაუქმდა, ნაწილი კი სხვა ქალაქებში გადამისამართდა.

უამინდობის გამო აეროპორტმა 27 რეისის მიღება ვერ მოახერხა, რომლებიც ახლომდებარე ქალაქებში - ბერგამოში, ტურინში, ბოლონიასა და ვენეციაში გადამისამართდა.

ძლიერმა წვიმის შედეგად აეროპორტის დერეფრენი დაიტბორა. ამჟამად აეროპორტი მუშაობას ჩვეულ რეჟიმში აგრძელებს.

მილანის მალპენსას აეროპორტი იტალიაში მე-2 ყველაზე დატვირთული აეროპორტია რომი ფიუმიჩინოს შემდეგ.