კაცს, რომელსაც ძაღლის მკვლელობაში ედება ბრალი, მოსამართლემ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. ადვოკატი ამბობს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი ბრალს არ აღიარებს. არსებობს ვიდეომასალა, სადაც ჩანს, როგორ სასტიკად სცემს არიფ გოიშოვი ცხოველს. ნატა ჭელიშვილი პირდაპირ ეთერში ბოლნისიდან გვერთვება. სასამართლო სხდომა სწორედ იქ გაიმართა.