ძაღლის დაჭრის საქმეზე დაკავებულ კაცს ბრალი წაუყენეს

ძაღლის დაჭრის საქმეზე დაკავებულ კაცს ბრალი წაუყენეს

ცეცხლსასროლი იარაღიდან ძაღლის დაჭრის საქმეზე დაკავებულ 65 წლამდე კაცს ბრალი ცოტა ხნის წინ, ცხოველის მიმართ სასტიკი მოპყრობის მუხლით წაუყენეს.

დაკავებული დანაშაულს აღიარებს. ის ამბობს, რომ გამიზნული არ ჰქონდა ძაღლის მოკვლა და შესაშინებლად ესროლა.

შემთხვევა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ რეხაში 12 იანვარს მოხდა. დაჭრილი ძაღლი გორის ვეტერინარულ კლინიკაში გადაიყვანეს. მას ერთი ტყვია კისერში აქვს მოხვედრილი.

ვეტერინარების განცხადებით, ძაღლის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენებაზე სასამართლო დღეს იმსჯელებს. პროცესის პარალელურად, ცხოველთა უფლებადამცველები გორის სასამართლოსთან აქციას გეგმავენ.