დუდას თქმით, საქართველოს არჩევნებზე საერთაშორისო გამოძიება უნდა ჩატარდეს

დუდას თქმით, საქართველოს არჩევნებზე საერთაშორისო გამოძიება უნდა ჩატარდეს

პოლონეთის პრეზიდენტი ანდჟეი დუდა ამბობს, რომ საქართველოს არჩევნებთან დაკავშირებით საერთაშორისო გამოძიება უნდა ჩატარდეს. ამის შესახებ იგი რადიო Zet-თან ისაუბრა.

"ქალბატონმა პრეზიდენტმა, მეზობელი ქვეყნების პრეზიდენტებმა მოუწოდეს საერთაშორისო გამოძიებისკენ. ასევე მიმაჩნია, რომ ასეთი გამოძიება, ანუ საერთაშორისო დამკვირვებლების აზრის შესწავლა, აუცილებელია", - აღნიშნა მან.

პოლონეთის პრეზიდენტის თქმით, საქართველოს პრეზიდენტი მას ერთი თვის წინ ეწვია და არჩევნების საკითხი მაშინაც განიხილეს.

"ჩვენ ვისაუბრეთ ზოგად პოლიტიკურ ვითარებაზე და მან მითხრა, რომ ქართული ოცნება, სავარაუდოდ, გაიმარჯვებს, მაგრამ არანაირი ნიშანი არ იყო იმისა, რომ ისინი ამხელა უპირატესობას მიიღებდნენ, რას მთავრობის დამოუკიდებლად მართვის საშუალებას მისცემდა. ის შედეგი, რომელიც გამოცხადდა, აშკარად ეწინააღმდეგება იმას, რაც მე მაშინ პრეზიდენტმა მითხრა", - აღნიშნა დუდამ და დაამატა, რომ სალომე ზურაბიშვილს გუშინაც ესაუბრა.

"მან მითხრა, რომ არჩევნების შედეგები ბევრ დონეზე დამახინჯდა".