დუდა: თავისუფალმა სამყარომ პუტინსა და რუსეთს გამარჯვების საშუალება არ უნდა მისცეს

ჩვენ მხარს ვუჭერთ უკრაინას თავისუფლებისთვის ბრძოლაში. მხარდაჭერა კრიტიკულად მნიშვნელოვანია დღესაც, ომის დაღლილობის მიუხედავად. თავისუფალმა სამყარომ პუტინსა და რუსეთს გამარჯვების საშუალება არ უნდა მისცეს, რადგან ამ შემთხვევაში, ჩვენ ადრე თუ გვიან, ახალი ომის წინაშე აღმოვჩნდებით. ევროპამ უნდა ისწავლოს გაკვეთილი ისტორიიდან, მათ შორის თანამედროვე ისტორიიდან.

პოლონეთის პრეზიდენტი, ანჯეი დუდა უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრიდან ორი წლისთავს ეხმაურება.