ევროკავშირის საბჭოს პოლონეთის პრეზიდენტობისას, ჩვენი ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი იქნება უკრაინისა და მოლდოვას გაწევრიანება. ჩვენი ღია კარის პოლიტიკის მომხრეები ვართ, ამიტომ ჩვენ ასევე ვუყურებთ დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებს. მე და პრემიერმინისტრმა კარგად ვიცით, რას ნიშნავს დიდი ხნის ლოდინი, რას ნიშნავს გინდოდეს, გახდეს თავისუფალი დასავლეთის ნაწილი. დღევანდელი მომენტის ისტორიული მოთხოვნაა უკრაინისა და მოლდოვას ევროკავშირში მიღება.
განაცხადა პოლონეთის პრეზიდენტმა, ანდჟეი დუდამ - აღსანიშნავია, რომ უკრაინისა და მოლდოვის პარალელურად, დუდას საქართველო არ უხსენებია.