დუდა: ჩვენი საერთო ინტერესია, ახლო მომავალში უკრაინა ალიანსის სრულუფლებიანი წევრი გახდეს

ჩვენ ღრმად ვართ დარწმუნებული, რომ უკრაინის უსაფრთხოება ყველა ჩვენგანის უსაფრთხოებაა. ეს არის ჩვენი საერთო ინტერესები - გავხადოთ NATO რაც შეიძლება ძლიერი ევროპის ჩვენს ნაწილში და ძალიან ახლო მომავალში უკრაინა გახდეს ალიანსის სრულუფლებიანი წევრი, გაერთიანების ერთ-ერთი არმია, რომელიც NATO-ს წესდების მე-5 მუხლს დაექვემდებარება.

განაცხადა პოლონეთის პრეზიდენტმა, ანჯეი დუდამ. დღეს დუდა კიევში ჩავიდა, სადაც უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან მოლაპარაკებები გამართა.