დონეცკში მომხდარი თავდასხმის შედეგად სულ მცირე 25 ადამიანი დაიღუპა

დონეცკში მომხდარი თავდასხმის შედეგად სულ მცირე 25 ადამიანი დაიღუპა

ოკუპირებული დონეცკის ოლქში მომხდარი თავდასხმის შედეგად სულ მცირე 25 ადამიანი დაიღუპა, 20 კი დაშავდა.

რუსეთის მიერ დანიშნული ქალაქის მერის, ალექსეი კულემზინის მტკიცებით, თავდასხმა უკრაინულმა მხარემ, გარეუბანში მდებარე ბაზარზე განახორციელა. მომხდარზე კომენტარი უკრაინულ მხარეს ჯერ არ გაუკეთებია.

მოგვიანებით ადგილობრივმა ჟურნალისტმა გაავრცელა ვიდეო, სადაც თავდასხმის პერიოდში რუსი სამხედროები ჩანან. მისი თქმით, ბოლო დღეების განმავლობაში ოკუპანტები უკრაინულ სამხედროებს ცეცხლს დასახლებული პუნქტებიდან უხსნიან და მშვიდობიან მოსახლეობას ფარად იყენებენ.