დონალდ ტრამპი თეთრ სახლში ვოლოდიმირ ზელენსკის ხვდება.

დონალდ ტრამპი თეთრ სახლში ვოლოდიმირ ზელენსკის ხვდება.

დონალდ ტრამპი თეთრ სახლში ვოლოდიმირ ზელენსკის ხვდება. უკრაინის პრეზიდენტი სავარეაუდოდ, ხელს მოაწერს შეთანხმებას, რომელიც აშშ-ს საშუალებას მისცემს, ნაწილობრივ გამოიყენოს უკრაინის მინერალური რესურსები და შექმნას ერთობლივი ფონდი ქვეყნის აღდგენის მხარდასაჭერად.

ტრამპმა შეხვედრის დასაწყისში განაცხადა, რომ ეს შეთანხმება "სამართლიანია" და აშშ-ს მხრიდან "დიდი ვალდებულებაა".

ეს ზელენსკის პირველი ვიზიტია თეთრ სახლში ტრამპის პრეზიდენტობის პერიოდში.

შეხვედრამდე ტრამპმა შეარბილა ტონი ზელენსკის მიმართ და უკან გაიწვია განცხადება, სადაც მას დიქტატორად მოიხსენიებდა.

შეთანხმება ეკონომიკური პარტნიორობის ზოგად პრინციპებს განსაზღვრავს, ხოლო მხარეები დეტალურ პირობებზე დამატებით იმუშავებენ.
ზელენსკის ერთ-ერთი მთავარი საკითხი შეხვედრაზე აშშ-ისგან უსაფრთხოების გარანტიების მიღება იყო, რაც სამომავლო სამშვიდობო შეთანხმების ნაწილი შეიძლება გახდეს.