
აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი საუდის არაბეთის დედაქალაქ ერ-რიადში ჩავიდა. ეს მისი მეორე საპრეზიდენტო ვადის პირველი მნიშვნელოვანი საერთაშორისო ვიზიტია.
მედიის ცნობით, ტრამპს საუდის არაბეთის სამეფო პრინცი მუჰამად ბინ სალმანი შეხვდება. მოგვიანებით კი გაიმართება ორმხრივი შეხვედრები და მხარეები რამდენიმე შეთანხმებას მოაწერენ ხელს.
ამასთან, ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია ტრამპის ტური Dir’iyah-ისა და At-Turaif-ის იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ობიექტებზე. პრეზიდენტი დღეს საუდის არაბეთის პრინცთან ოფიციალური ვახშმით დაასრულებს.