დოქერტი: საქართველო ვერასდროს იქნება უსაფრთხოდ, თუ არ შეუერთდება NATO-სა და EU-ს

პუტინის თავდასხმამ უკრაინაზე კიდევ ერთხელ გვაჩვენა, რომ საქართველო ვერასდროს იქნება უსაფრთხოდ, თუკი არ შეუერთდება NATO-სა და ევროკავშირს, ვინაიდან ეს არის რეგიონი, რომელიც სავსეა კონფლიქტით. რუსეთის ზეწოლა საქართველოზე უფრო და უფრო იზრდება. დღესდღეობით საქართველოს 20%-ზე მეტი არის ოკუპირებული რუსეთის მიერ და რუსული ჯარები დგანან თბილისიდან რამდენიმე კილომეტრში.

თქვა დიდი ბრიტანეთის პარლამენტში საქართველოს საკითხზე გამართულ დებატებზე დიდი ბრიტანეთის ევროპის მინისტრმა ლეო დოქერტიმ.