დიდმა ბრიტანეთმა ბელარუსის წინააღმდეგ სანქციები გააფართოვა. ამის შესახებ უკრაინული მედია ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით წერს.
კერძოდ, სანქციები 17 პირის მიმართ დაწესდა. სანქცირებულთა სიაში არიან პროკურორები, მოსამართლეები და გამომძიებლები.
"ჩვენ არ მოვითმენთ კრიმინალებს და რეპრესიულ რეჟიმს, რომლებიც უბრალო ადამიანების ძირითად უფლებებსა და თავისუფლებას მთელ მსოფლიოში არღვევენ", - განაცხადა დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.
ამასთან, დიდმა ბრიტანეთმა სანქციები დააწესა იმ პირებზე, რომლებიც დაკავშირებული არიან ჰაიტის, ირანის და სირიის მთავრობებთან, სასამართლო და საგამოძიებო ორგანოებთან.