დიდი ბრიტანეთში ვიზიტით მყოფი ზელენსკი კირ სტარმერს შეხვდება

დიდი ბრიტანეთში ვიზიტით მყოფი ზელენსკი კირ სტარმერს შეხვდება

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი, კირ სტარმერი, დღეს ვოლოდიმირ ზელენსკის დაუნინგ-სტრიტზე უმასპინძლებს. როგორც BBC პრემიერ-მინისტრის ოფისზე დაყრდნობით იუწყება, შეხვედრა შუადღისთვის არის დანიშნული.

უკრაინის პრეზიდენტი დღეს ლონდონში ჩავიდა.

ხვალ, 2 მარტს, ზელენსკი დაესწრება უკრაინისა და ევროპის უსაფრთხოების საკითხებზე დაგეგმილ სამიტს, რომელსაც დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი კირ სტარმერი უმასპინძლებს.