დიდი ბრიტანეთის ყოფილი პრემიერმინისტრი, ბორის ჯონსონი კიევში ჩავიდა. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი Telegram-ზე ავრცელებს.
"სრულმასშტაბიანი ომის პირველივე საათებიდან ბორის ჯონსონი გულწრფელად უჭერს მხარს უკრაინას და რუსული აგრესიისგან თავდაცვაში ეხმარება. ახლა კი აგრძელებს უკრაინისთვის საერთაშორისო მხარდაჭერის მოზიდვას. მადლობა შენი ენერგიისთვის, ჩემო მეგობარო!", - წერს ზელენსკი.
მანამდე ჯონსონი კიევში 2023 წლის იანვარში, მოულოდნელი ვიზიტით ჩავიდა და უკრაინის პრეზიდენტს შეხვდა.
ჯონსონი ერთ-ერთი პირველი უცხოელი ლიდერი იყო, რომელიც უკრაინას ომის დაწყების შემდეგ ეწვია. მისი პირველი ვიზიტი აპრილში შედგა, მეორედ კი უკრაინის დამოუკიდებლობის დღეს ჩავიდა.