დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრი, რიში სუნაკი ისრაელში გაემგზავრა.
2-დღიანი ვიზიტის ფარგლებში, ის მოლაპარაკებებს ისრაელის პრემიერმინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუსთან და პრეზიდენტ ისააკ ჰერცოგთან გამართავს. სუნაკი ახლო აღმოსავლეთის რეგიონის სხვა ქვეყნებსაც ეწვევა.
გამგზავრებაზე გამოქვეყნებულ განცხადებაში, რიში სუნაკი ხაზს უსვამს, რომ ბრიტანეთი ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ რეგიონში კონფლიქტის ესკალაცია არ მოხდეს.
უახლოეს დღეებში ეგვიპტეს, თურქეთსა და კატარს გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრი, ჯეიმს კლერლიც ეწვევა.