
დიდი ბრიტანეთი სანქციებს უწესებს რუსეთის სამხედრო დაზვერვის იმ 3 ერთეულს, რომლებიც, განცხადების მიხედვით, კრემილის ინსტერესების შესაბამისად, სხვადასხვა სახის კიბერშეტევებს ახორციელებდნენ უკრაინაზე, NATO-სა და სხვა ევროპულ სახელმწიფოებზე.
კერძოდ, საუბარია შემდეგ დანაყოფებზე:
ამასთან ერთად, ლონდონი სანქციებს უწესებს რუსეთის სამხედრო დაზვერვის 18 ოფიცერს.
განცხადების მიხედვით, სანქციების მეშვეობით დიდი ბრიტანეთი პასუხისმგებლობას აკისრებს GRU-ის ხელმძღვანელობას: დიმიტრი მიხაილოვს, ალექსეი მორენეცის, სერგეი მორგაჩოვის, ვიქტორ ნეტიკშოს, ევგენი სერებრიაკოვის და იური შიკოლენკოს.
დანაყოფ 26165-ისა და მის წევრების, ალექსეი ლუკაშევს, ივან ერმაკოვს მიმართ სანქციების დაწესების ერთ-ერთი მიზეზი გახდა 2013 წელს განხორციელებული კიბერ-შეტევა, რომლის დროსაც აღნიშნულმა ერთეულმა მიზანში ამოიღეს სერგეი სკრიპალის შვილის, იულია სკრიპალის ელექტრონული ანგარიშები და გამოიყენეს X-Agent სახელით ცნობილი მავნე პროგრამა, რომელიც GRU-ის მიერ ხშირად გამოიყენება კიბერიერიშებისთვის.
ასევე ხაზგასმულია დანაყოფ 26165-ის როლი 2022 წლის 15 მარტს მარიუპოლსა და ხარკოვში სამოქალაქო თავშესაფრების ონლაინ დაზვერვის ჩატარებაში. მომდევნო დღეს, 16 მარტს, რუსებმა საარტილერიო დარტყმები განახორციელეს მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე, მათ შორის ბავშვები, აფარებდნენ თავს.
განცხადების მიხედვით, 26165-ე დანაყოფმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომის დაწყების პერიოდში, ასევე განახორციელა რამდენიმე კობეროპერაცია, მათ შორისაა Viasat, რომელიც სატელიტური კომუნიკაციების პარალიზებას ისახავდა მიზნად და Whispergate, რაც სახელმწიფო სისტემების განადგურებას ემსახურებოდა.
"სამოქალაქო საზოგადოების ფონდის" ერთ-ერთი წევრი, გიორგი ბურჯანაძე სოციალურ ქსელში წერს, რომ დანაყოფმა 774455-მა საქართველოს წინააღმდეგაც განახორციელეს კიბერთავდასხმები.
კერძოდ, მისი თქმით, მათ 2018 წელს სახელმწიფო და არასახელმწიფო ორგანოებზე, მათ შორის ეროვნულ მაუწყებლებზე ფართომასშტაბიანი იერიშები მიიტანეს.