დღეს თბილისის ნაწილს დროებით წყალმომარაგება შეუწყდება
კომპანია ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის (GWP) ცნობით, დღეს, გადაუდებელი სამუშაოების გამო, თბილისის ნაწილს წყლის მიწოდება შეუწყდება.
კერძოდ, წყლის მიწოდება შეუწყდება:
- გლდანის რაიონი: სოფ. გიორგიმინდა, დავით აღმაშენებლის ქუჩის N3 თან წყალმომარაგების ქსელზე დაზიანების გამო 6/28/2024 17:00 დან 6/29/2024 05:00 საათამდე წყალმომარაგება შეუწყდება: სოფ. გიორგიწმინდაში აღმაშენებლის ქუჩას (სრულად)
- ნაძალადევის რაიონი: ნონა გაფრინდაშვილის ქუჩის N1 თან წყალმომარაგების ქსელზე დაზიანების გამო 6/28/2024 17:00 დან 6/29/2024 05:00 საათამდე წყალმომარაგება შეუწყდება: მტკვრის მარცხენა სანაპირო, ნონა გაფრინდაშვილის ქუჩას. ნაძალადევის რაიონი, რევაზ ურიდიას ქუჩის N129 თან წყალმომარაგების ქსელზე დაზიანების გამო 6/28/2024 17:15 დან 6/29/2024 05:00 საათამდე წყალმომარაგება შეუწყდება: ჩხიკვაძეს, ქებურიას,მესხის, მიქატაძის ქუჩას.
- გლდანის რაიონი: მუხიანის დას., 2 მკ-რ N 22 თან წყალმომარაგების ქსელზე დაზიანების გამო 6/28/2024 21:45 დან 6/29/2024 10:00 საათამდე წყალმომარაგება შეუწყდება: მუხიანი 2 (სრულად) (იგივე მუხიანის დაჩები), მუხაინის 1 მკ-რ (სრულად).
- წყალი შეუწყდათ ავარიულად ქიზიყის ქ. N5 თან ქსელზე დაზიანების გამო. წყალმომარაგება აღდგება 06/29 10:00-საათამდე წყალმომარაგება შეწყვეტილი აქვს: ქიზიყის ქუჩის 1-დან13-ის ჩათვლით და2-დან 8-ის ჩათვლით, პოლიციის ქუჩას, ენუქიძეს, ჭიჭინაძის, ნავთლუღის მე-2 დასახლების 1,2,3,4,5,6,7 ქუჩებს, ლორთქიფანიძის 27-დან 91-ის და 34-დან 44-ის ჩათვლით ნომრებს, ცისკრის ქუჩას.
- საბურთალოს რაიონი: ვახტანგ ბოჭორიშვილის ქ. 2 შეს. N 6 თან წყალმომარაგების ქსელზე დაზიანების გამო 6/29/2024 00:10 დან 6/29/2024 12:00 საათამდე წყალმომარაგება შეუწყდება: გიორგი მიროტაძის და ბოჭორიშვილის ქუჩებს (სრულად)