სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის პირველი მოადგილის ალექსი ბატიაშვილის ინფორმაციით, რუსმა ოკუპანტებმა დღეს დილით 6 საქართველოს მოქალაქე დააკავეს.
"აქვე მინდა კიდევ ერთი სამწუხარო ფაქტი გითხრათ, რომ დღეს დილით მოხდა კიდევ 6 ჩვენი თანამოქალაქის დაკავება საოკუპაციო ძალების მიერ. გააქტიურებულია ცხელი ხაზი, ჩართულები არიან ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები. დადასტურებულია უკვე მათი დაკავება, ველოდებით განვითარებას და ყველაფერს გავაკეთებთ, რომ რაც შეიძლება მალე დაუბრუნდნენ ეს ადამიანები ოჯახებს", - განაცხადა ბატიაშვილმა პარლამენტში.
ფორმულა დამატებით დეტალებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში არკვევს.