დეივიდ კემერონი ისრაელში ჩავიდა

დეივიდ კემერონი ისრაელში ჩავიდა

დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი დეივიდ კემერონი ისრაელში ჩავიდა. ეს არის მისი პირველი ვიზიტი ახლო აღმოსავლეთში მას შემდეგ, რაც ის მთავრობაში დაბრუნდა.

კემერონი ისრაელისა და პალესტინის ლიდერებს შეხვდება, მძევლების გათავისუფლების შეთანხმებას და ღაზაში მეტი ჰუმანიტარული დახმარების მიწოდებას განიხილავს.

მინისტრმა კიბუცი ბეერი მოინახულა, რომელიც ღაზიდან რამდენიმე კილომეტრში მდებარეობს. ამ კიბუციდან ჰამასმა 130-მდე ადამიანი გაიტაცა.

"მე თვითონ მინდოდა აქ ჩამოსვლა, რათა მენახა იმ თავდასხმების საშინელება, რომელიც თქვენ 7 ოქტომბერს განიცადეთ 7", - განაცხადა კემერონმა.