დეგნანი: საქართველო-აშშ-ს შორის პირდაპირ ფრენებთან დაკავშირებით პროგრესია, კვლავ ვმუშაობთ

პროგრესი არის [საქართველო-აშშ-ს შორის] პირდაპირ ფრენებთან დაკავშირებით. იყო ამაზე მუშაობა კოვიდამდე. მოგეხსენებათ, კოვიდის პანდემიის დროს ავიაკომპანიების ინდუსტრიის მოდელი შეიცვალა, მოგვიწია დასაწყისში დაბრუნება, მოგვეძებნა ავიაკომპანია, რომელიც დაინტერესებული იქნებოდა და ამ მიმართულებით რეგურალურ ფრენებს წამოიწყებდა. ვმუშაობთ კვლავ.

განაცხადა საქართველოში აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა პრესკონფერენციაზე.