პირდაპირი ფრენები [რუსეთთან] იმიტომ იწვევს შეშფოთებას, რომ საშუალებას აძლევს არამხოლოდ იმას, რომ უფრო მეტი რუსი ჩამოვიდეს საქართველოში, არამედ იმასაც, რომ საქართველოს იყენებდნენ, რათა შემდგომ გავიდნენ ევროპაში. ევროპამ გადაწყვიტა, რომ ჩაკეტოს კარი მათთვის, რადგან ეს არის რუსეთზე ზეწოლის ერთ-ერთი ნაწილი, ერთ-ერთი მექანიზმი, რათა რუსეთმა დაასრულოს ეს ომი. ამ შემთხვევაში ფრენები ხელს შეუწყობს რუსეთის მოსახლეობის ევროპაში გასვლას. რეალურად ყველა ზომა, რაც არის მიღებული ემსახურება იმას, რომ მოხდეს ზეწოლა რუსეთზე, რათა მან შეაჩეროს აგრესიული ომი და სწორედ ამას ემსახურება სანქციები, შეთანხმებული კონტროლი საზღვრებზე და ასე შემდეგ. ამიტომ არის ფრენების აღდგენა ასე შემაშფოთებელი.
განაცხადა საქართველოში აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა.