დეგნანი: გადაწყვეტილება მიიღება ქართველი ხალხის მიერ, კარგად დავინახეთ ორი კვირის წინ

გადაწყვეტილების მიღება ხდება ქართველი ხალხის მიერ და ეს ჩვენ ძალიან კარგად დავინახეთ ორი კვირის წინ, როცა საქართველოს 100 ათასზე მეტი მოქალაქე გამოვიდა და მშვიდობიანად დააფიქსირა თავისი ძალიან მკაფიო არჩევანი, არჩევანი ევროპისკენ. ჩვენ კარგად დავინახეთ, რა ძალა აქვს ხალხის გადაწყვეტილებას.

რაც შეეხება კანდიდატის სტატუსს, სტატუსის მიღება დამოკიდებულია იმ რეკომენდაციების შესრულებაზე, რაც მკაფიოდაა გაწერილი ევროკავშირის მიერ, როგორც გზამკვლევი. ამ პროცესში ჩართული უნდა იყოს ყველა მხარე, სამოქალაქო საზოგადოებას უნდა ჰქონდეს მონაწილეობის საშუალება, პროცესი უნდა იყოს ინკლუზიური, გარკვეული პროგრესი მიღწეულია, თუმცა მეტია საჭირო.

ეს არ არის ერთი ადამიანის პროექტი, ეს არის მთელი საქართველოს პროექტი. უმჯობესია, ერთმანეთთან დაპირისპირების ნაცვლად, გაკეთდეს საქმე, შესრულდეს ეს რეკომენდაციები და რაც მთავარია, არა ზედაპირულად, არამედ შინაარსობრივად. ჩვენ ვნახეთ, რომ ქართველი ხალხი ერთგულია ევროპული არჩევანის და იმედია, ხელისუფლება მოუსმენს ხალხს.

განაცხადა საქართველოში აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა დღეს ჟურნალისტებთან საუბრის დროს.