უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისა და ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა.
ამის შესახებ ზელენსკი სოციალურ ქსელში წერს. მისი თქმით, საუბრისას მან კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ უკრაინა დეკემბერში დაგეგმილ ევროპული საბჭოს სხდომამდე ყველა რეკომენდაციას შეასრულებს.
ამასთან, უკრაინის პრეზიდენტი აღნიშნავს, რომ მხარეებმა უკრაინის მიერ ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულების პროგრესი განიხილეს.
"ევროკომისიის პრეზიდენტთან მე კიდევ ერთხელ დავადასტურე, რომ უკრაინა დეკემბერში დაგეგმილ ევროპული საბჭოს სხდომამდე ყველა რეკომენდაციას შეასრულებს, მათ შორის ეროვნულ უმცირესობათა უფლებებთან და ანტიკორუფციული ისნტიტუტების გაძლიერებასთან დაკავშირებით", - წერს ზელენსკი.