დაუთი: დემოკრატიული უკუსვლის, დაკავებების შემდეგ ოცნება არ აპირებს, დაუბრუნდეს ევროპულ გზას

დაუთი: დემოკრატიული უკუსვლის, დაკავებების შემდეგ ოცნება არ აპირებს, დაუბრუნდეს ევროპულ გზას

ევროპის საკითხებში დიდი ბრიტანეთის სახელმწიფო მინისტრი სტივენ დაუთი საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას დემოკრატიის დამცველის ჯილდოს მოგებას ულოცავს და Facebook-ზე პოსტს აქვეყნებს.

მინისტრი აღნიშნავს, რომ დემოკრატიული უკუსვლის, მომიტინგეთა თვითნებური დაპატიმრებისა და პოლიტიკოსების თუ ჟურნალისტების მიმართ ძალის გადამეტებული გამოყენების შემდეგ, ქართული ოცნება არ აპირებს ევროპულ გზაზე დაბრუნებას.

ის მოუწოდებს ქართულ ოცნებას, გააუქმოს იზოლაციონისტური ქცევა.

"ვულოცავ საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას დემოკრატიის დამცველის ჯილდოს მოგებას, რომელიც დიდი ბრიტანეთისა და ეუთო-ს შვიდი პარტნიორის მიერ იქნა გადაცემული. საია არსებით დახმარებას უწევს ადამიანის უფლებათა დამცველ აქტივისტებსა და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს საქართველოში, რომლებიც რეპრესიული კანონმდებლობის მზარდი ზეწოლის ქვეშ იმყოფებიან.

თვეების მანძილზე დემოკრატიული უკუსვლის, თვითნებური დაპატიმრებებისა და მომიტინგეების, პოლიტიკოსებისა და ჟურნალისტების მიმართ ძალის გადამეტებული გამოყენების შემდეგ, ქართული ოცნება არ აპირებს დაუბრუნდეს ევროპულ გზას და დაიცვას საკუთარი ამომრჩეველს დემოკრატიული მისწრაფებები.

მოვუწოდებ, საქართველოს ხელისუფლებას, გააუქმოს იზოლაციონისტური ქცევა და მადლობას ვუხდი საიას ქართველი ხალხის ფუნდამენტური უფლებების დაცვის მნიშვნელოვან საქმეში", - ვკითხულობთ განცხადებაში.